იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აზროვნების აკადემიის შემეცნებითი ტურნეს ფარგლებში, ფილოსოფოსმა ანა ქირიამ საჯარო ლექცია ჩაატარა.
ლექციის თემა „ახლისა და მომავლის ფილოსოფია" იყო.
შეხვედრის მეორე ნაწილი, დარბაზში შეკრებილებსა და ფილოსოფოსს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ლექციას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა, რომელმაც აზროვნების აკადემიას აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.