იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია - „ციფრული აბორიგენები... ჩვენ ბუკელები ვართ... ეპიზოდი მეექვსე...“ ჩატარდა.
კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კონფერენციაზე, კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა თემატური მიმართულებით, შემოქმედებითი კვლევითი ნამუშევრები სექციებში წარადგინეს.
ნამუშევრები მოიცავდა კომპიუტერულ გრაფიკას, Web დიზაინს, ვიზუალურ ბლოკურ პროგრამირებას STEM თავისუფალ აპლიკაციას, თავისუფალ შემოქმედებას.
კონფერენცია გახსნა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა, ნუნუ გელდიაშვილმა, რომელმაც უნივერსიტეტისა და სკოლების ურთიერთობების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართა კონფერენციის დამფუძნებელმა, უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორმა ტექნოლოგიების მიმართულებით, მარიამ ზაქარიაშვილმა.
კონფერენციას ესწრებოდა მოწვეული პროფესორი იაპონიის დოკიოს უნივერსიტეტიდან, ჯონ ვენდელი რომელმაც სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს.
ვენდელმა მონაწილეობა მიიღო სექციურ მუშაობაში „ვიზუალური ბლოკური პროგრამირება, STEM“ .
კონფერენციის დასასრულს, მონაწილე მოსწავლეებს, მათ მენტორ მასწავლებლებს, სამახსოვრო დიპლომები და მადლობის ფურცლები გადაეცათ.
კონფერენცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კახეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ტექნოლოგიების მიმართულების პროფესორის, მარიამ ზაქარიაშვილის ორგანიზებით ჩატარდა.
პირველი ბუკები მოსწავლეებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010-2011 სასწავლო წელს გადასცა. იმ პერიოდის მოსწავლეებს „პირველ ბუკელებადაც“ მოიხსენიებენ.
დღეისათვის, საჯარო სკოლები უკვე „ბუკელების“ მეცამეტე თაობას ითვლიან.