იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროფესორები, აკადემიური ტურის ფარგლებში, ირლანდიისა და გერმანიის უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ

2022 წლის 12-19 ოქტომბერს Erasmus + -ის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო  პროექტის ESTA („Educating Science Teachers for All“) თესაუ-ს პროექტის წევრები - კოორდინატორი-პროფესორი ნინო მოდებაძე, ასოც. პროფესორი თამარ მიქელაძე და მოწვეული დოქტორი ნათია ბაღათრიშვილი, აკადემიური ტურის ფარგლებში, ლიმერიკის უნივერსიტეტის ბერნალის ინსტიტუტს (ირლანდია) და ლუდვიგსბურგის უნივერსიტეტს (გერმანია) ესტუმრნენ. პროექტის წევრებმა მოინახულეს და პრაქტიკულად იმუშავეს სასწავლო ლაბორატორიებში, დაესწრნენ ირლანდიის საბუნებისმეტყველო მასწავლებელთა კონფერენციას (ლიმერიკი) და საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებს (ლუდვიგსბურგი). ვიზიტის ფარგლებში დრო დაეთმო ასევე სწავლების ახალი მეთოდების (CLIL-ის მეთოდი, კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, კულტურის და ბუნებისმეტყველების კავშირი), თეორიული საფუძვლების და მათი უპირატესობების ახსნას და შესაბამისი თანამედროვე კვლევების განხილვას.

აკადემიური ტურის პრაქტიკული ღირებულება და მნიშვნელობა აისახება პროექტი ESTA-ს ფარგლებში შემუშავებულ ახალ სატრენინგო მოდულში და მასწავლებელის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის კურსებში.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1667
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'