იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თავდაცვის ახალი კოდექსი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს.

სტუმრები სტუდენტურ აუდიტორიას, უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ წარუდგინა, რომელმაც საქართველოს თავდაცვის ძალებში ყველა მოქალაქის მსახურების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრის სპიკერებმა, ხატია ციხელაშვილმა და ანა გოცაძემ, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს სამხედრო გაწვევის მიმართულებით კანონში შეტანილი ცვლილებების, კონტრაქტების შესაძლებლობის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის გაწეული საერთაშოროსო მხარდაჭერის, უცხოელი პარტნიორების და ყველა იმ სიახლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც კანონმდებლობაში უკვე აისახა ან უახლოეს მომავალში შევა ძალაში.

ერთსაათიანი პრეზენტაციის შემდეგ, სტუდენტებმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს და დისკუსია გამართეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3086
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.