გრავიურა, რომელზეც მადლობის სიტყვებია გამოსახული, ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ვანიკო ჩხაიძემ, თესაუს რექტორის მოადგილეს ირმა შიოშვილს უსახსოვრა.
საჩუქრის გადაცემა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ რესპირატორთა საჯარო ღონისძიებაზე შედგა.
უკვე რამდენიმე წელია, რესპირაციული ასოციაცია საჯარო შეხვედრებსა და ტრენინგებს სამედიცინო სფეროს თანამშრომლებისათვის, კახეთის რეგიონში სტუმრობის დროს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს.