თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-23 სასწავლო წლის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ირმა შიოშვილმა, კახეთის გუბერნატორმა გიორგი ალადაშვილმა, ქალაქ თელავის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა. მათ სტუდენტებს, გამორჩეულად კი პირველკურსელებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
„თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სულ რამდენიმე წლის წინ შეუსრულდა 80 წელი. ათეული წლებია ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს დიდ პასუხისმგებლობას და ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენ ერთ-ერთ წარმატებულ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლოთ“,_აღნიშნა ირმა შიოშვილმა.
უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი, ნინო კორინთელი, სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე და ამ მიმართულებით უნივერსიტეტის გამორჩეულ წარმატებებზე ესაუბრა.
წელს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 300-მდე სტუდენტი ჩაირიცხა.