იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი "ლიტერატურული კლუბის" ეგიდით, ბიბლიოთერაპიაში ვებინარი და მასტერკლასი ჩატარდა.
მასტერკლასს პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპევტი, არტთერაპევტი და ფილოლოგი, ციცი ხაზიური უძღვებოდა.
ვებინარისა და მასტერკლასის ფარგლებში, სტუდენტები და აკადემიური პერსონალი გაეცნო, როგორ ტარდება ჯგუფური თერაპია და ფსიქოლოგიური კორექცია მხატვრული ტექსტის დახმარებით.
შეხვედრა "ლიტერატურული კლუბის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ნინო გოგიაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.