თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ესტუმრნენ.
მართლმსაჯულების მუზეუმის ხელმძღვანელმა ლუარა ჭანტურიამ სტუდენტებს საქართველოში სამართლის განვითარებასთან ისტორიულად დაკავშირებული ნივთები დაათვალიერებინა, გააცნო მუზეუმში გამოფენილი ძველი ქართული სამართლის ძეგლები, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობისა და იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომლებსაც ქართული სამართლის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით.
სტუდენტებმა დაათვალიერეს პირვანდელი სახით, 70-იანი წლების ავეჯით შენარჩუნებული ეგრეთწოდებული "1დარბაზი" სადაც გახმაურებული პროცესები, მათ შორის, „თვითმფრინავის გამტაცებელთა“, ,,მხედრიონელთა“ და სხვათა საქმეების განხილვა ჩატარდა.
სასამართლოს მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა ჩარკვიანმა სტუდენტებს სასამართლოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა და მართლმსაჯულების სპეციფიკაზე ესაუბრა.
სტუდენტების სასწავლო ვიზიტი უზენაეს სასამართლოში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მაკა კვაჭაძის ინიციატივით შედგა.








