იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“_თესაუ ახალ პროექტში ჩაერთო

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაფუძნებულ, ბავშვის უფლებათა ცენტრის და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობა გრძელდება პროექტისუნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერადფარგლებში.

2021 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რათა ხელი შეუწყოს მათ ინსტიტუციურ და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების სფეროში. საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სკოლის მასწავლებლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია ინკლუზიური განათლების მიდგომებისა და სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით.

პროექტის მიზნებია: მომავალი და მოქმედი სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადების პროგრამების მიწოდების გაუმჯობესება, ინკლუზიური განათლების სფეროში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სპეციალიზირებული ცოდნის გაღრმავების გზით; სკოლის მასწავლებელთა კომპეტენციების გაძლიერება ინკლუზიური განათლების მიმართულებით, წამყვანი ფასილიტატორებისთვის ტრენინგების სერიის ჩატარების, ურთიერთგანათლების მხარდაჭერის, სკოლებს შორის ცოდნის გაზიარებისა და პარტნიორობის ხელშეწყობის გზით.

2022 წლის ივნის-ივლისში მოხდა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 6 აკადემიური პერსონალის გადამზადება ისეთ საკითხებში როგორიცაასწავლების უნივერსალური დიზაინი, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი (ადაპტირებული კურიკულუმი), ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება ადაპტირებული კურიკულუმის მიხედვით, პლატფორმა CK12, კურიკულუმის დანერგვის სტრატეგიები, უსაფრთხო სასკოლო გარემო და პოზიტიური მშობლობა

2022 წლის ივლისში მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებმა გადაამზადეს განათლების მეცნიერებათა ფაკლუტეტის 3 ლექტორი ინკლუზიური სკოლამდელი განათლების შესახებ (60 საათი).

2022 წლის აგვისტოდან-ოქტომბრამდე იგეგმება ტრენინგები საჯარო სკოლის 45 პედაგოგთან და ბაგა-ბაღის 60 აღმზრდელ-პედაგოგთან; ტრენინგს ჩაატარებენ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ტრენერთა ჯგუფი.

 
მნახველთა რაოდენობა: 2276
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.