ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ფინანსთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახური სტაჟირების კონკურსს აცხადებს. შეხვედრა სტაჟირების პირობების შესახებ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს კონკურსის პირობებისა და გამარჯვების შემთხვევაში საქმიანობის წესის შესახებ, სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

სტაჟიორის შერჩევა ღია კონკურსის გზით მოხდება. სტაჟირების პროცესში მონაწილე პირები გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის უფლებამოსილებას განახორციელებენ. სტაჟირების ვადა შრომით სტაჟში ითვლება და სტაჟიორის პოზიციაზე მუშაობა ანაზღაურებადია

სტაჟირების ვადების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 344
 
 
 
 
2023 ივნისი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2023-6-31'