იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერილ პროექტში

იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტები ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატისათვის ემზადებიან.

დღეს, კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა, ლადო ბექიშვილმა და თბილისის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატმა, ლედი კორძაძემ, იმიტირებული პროცესისათვის ორ ჯგუფად გაყოფილ სტუდენტებს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარმართვის დადგენილი წესი და პროცესუალური ნორმები გააცნეს.

ჩემპიონატი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება და მონაწილეობას 12 უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ.

პროექტი გუნდებისთვის, როგორც შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, ასევე, ნახევარფინალურ და ფინალურ შეჯიბრს მოიცავს.

პროექტისთვის თითოეული უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობის დაცვისა და ბრალდების ორ გუნდს წარადგენს.

რეგიონის ორი და თბილისის ორი უნივერსიტეტიდან გამოვლენილი გუნდი, კვალიფიციური ფასილიტატორების შეფასების საფუძველზე, ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს.

დასკვნითი ეტაპი საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდება, რომელსაც მოქმედი მოსამართლეებისგან, პროკურორებისა და ადვოკატებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ასეთი მასშტაბით, საქართველოში პირველად ტარდება.

პროექტი პირველ ეტაპზე საპილოტე ფორმატში განხორციელდება, სამომავლოდ კი , ჩემპიონატი ყოველწლიურად ჩატარდება.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის პროექტს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1849
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.