მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი - ბექა ექსეულიძე, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვეული ექსპერტი, ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი. მან ,,საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული სიკეთეების და სამომავლო პერსპექტივების შესახებ’’ ისაუბრა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ანტი-დასავლური საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის გზები.