2023 წლის 13 ივლისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ჩატარდა.
დაცვის კომისიამ (თავმჯდომარე ასოც. პროფ. ლევან შავაძე) 9 სტუდენტს მევენახეობა-მეღვინეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.