იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის უნივერსიტეტს ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრის დამაარსებელი ესტუმრა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისათვის, მუსიკათერაპევტმა მარინა რაიდტ-ალთუნაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა. თერაპევტმა იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც მუსიკათერაპიის კურსი იძლევა.

მარინა ალთუნაშვილის განმარტებით, თერაპიის მიმღები პირები უკეთ ახერხებენ ქცევისა და ემოციის თვითრეგულაციას, თერაპია ხელს უწყობს თვითცნობიერების ამაღლებას, ადეკვატური თვითშეფასების გამომუშავებას, საკუთარი თავის გამოხატვასა და განვითარებას.

მუსიკათერაპევტმა ლექციაზე დამსწრეებს, თერაპიის კონკრეტული მაგალითები აჩვენა, სადაც მუსიკით მკურნალობის პროცესი და მისი შედეგები იყო ასახული. მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი, საქართველოსა და ამიერკავკასიაში, ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის პირველი ცენტრის დამფუძნებელია.

მუსიკათერაპიის ცენტრი ფუნქციონირებს თელავშიც, სადაც მკურნალობის ამ მეთოდით დაინტერესებული სხვადასხვა ასაკის პირები დადიან. შეხვედრას ცნობილ მუსიკა-თერაპევტთან, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა და უნივერსიტეტის პრორექტორი, ირმა შიოშვილი ესწრებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 1775
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.