იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტის ფარნა რაინაულის შემოქმედებითი საღამო ჩატარდა. 86 წლის პოეტს უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმა. რექტორმა ფარნა რაინაულს, ქართულ პოეზიაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. შემოქმედებით საღამოზე, უნივერსიტეტის პროფესორებმა, როინ ჭიკაძემ და ნანა რჩეულიშვილმა, პოეტის შემოქმედება განიხილეს. კვლევითი ხასიათის მოხსენებები ფარნა რაინაულის პოეზიაზე წაიკითხეს ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა, სალომე აზიკურმა, ელენე ოქრუაშვილმა, გიორგი ზუბიტაშვილმა, ნინო ჭარაქაშვილმა და ნინო მილორავამ.
უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის წევრები, ,,პოლტერგეისტერი სტუდენტები - არტ რეკომენდაცია" მხცოვანი პოეტის შესახებ, ვიდეო-ინტერვიუსაც მოამზადებენ. შეხვედრა ფარნა რაინაულთან უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ნინო გიორგაძისა და უნივერსიტეტის კულტურის კოორდინატორის, მანანა შიოშვილის ორგანიზებით ჩატარდა.