კურსის საგანი იყო „ნატო-ს როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და საქართველო“.
ორი დღის განმავლობაში, სტუდენტებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ნატო- საქართველოს ურთიერთობების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
სტუდენტებს ჩაუტარდათ ლექცია-სემინარები ნატოს ისტორიაზე, რეგიონალური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიღწევებსა და პერსპექტივებზე.
სასწავლო კურსს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უსაფრთხოების ექსპერტი, ნათია გვენეტაძე უძღვებოდა.
კურსები პროექტის „ნატოს-საქართველოს აკადემია ახალგაზრდებისთვის" ფარგლებში, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.