იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ესპანეთში, ხაენის უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ანა გიგაურმა და ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ლიკა ჯავახიშვილმა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების დროს, ინტერნაციონალიზაციის, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილებასა და ევროპული უნივერსიტეტების ალიანსის თაობაზე იმსჯელეს.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდაც, სადაც მონაწილეებმა შემდგომ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
კვირეულის მონაწილე აკადემურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცა.