იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ლყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა, დაათვალიერეს უნივერსიტეტის ლაბორატორიები, მიიღეს ინფორმაცია მოქმედი საგანმანათლებლო და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ, ესტუმრნენ ბიბლიოთეკას და დაათვალიერეს უნივერსიტეტის განახლებული ინფრასტრუქტურა.
მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტს საკუთარი ინიციატივით ეწვივნენ.