იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
სემინარი სტუდენტებისთვის

2026 წლის 14 ივლისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე “სურსათის მიწოდების ჯაჭვები”.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისთვის ინფორმაციის გაზიარება საოჯახო მეურნეობების გაძლიერებისა და ბიზნესის გაუმჯობესების შესახებ სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში (SFSC) ინტეგრაციის გზით.

პროექტის შინაარსის, წევრების და შედეგების შესახებ ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა ისაუბრა.

პროექტის ექსპერტმა ლევან შავაძემ სტუდენტებს საქართველოში ჩატარებული სიტუაციური ანალიზის შედეგები გააცნო.

პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის “წარმატების სტრატეგიები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: შემთხვევების ანალიზი პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან” შესახებ ისაუბრა ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორმა, მაკა კოჭაურმა, რომელმაც წიგნი ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა. მან სტუდენტებს წარუდგინა ცენტრალული ევროპის საოჯახო მეურნეობების საუკეთესო პრაქტიკები და კანვას ბიზნეს მოდელი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ევროპის ბევრ ქვეყანაში ბიზნესის დასაგეგმის პროცესში, რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციის, შემოსავლისა და მოგების სტაბილური წყაროების უზრუნველყოფის მიზნით.

საკითხის ირგვლივ სტუდენტებსა და პრეზენტატორებს შორის დისკუსია გაიმართა.

ღონისძიება ორგანიზებულია Visegrad+-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „საოჯახო მეურნეობები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: გამოცდილების ტრანსფერი ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან“ ფარგლებში.

პროექტის კოორდინირია მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში (ჩეხეთი).

 
მნახველთა რაოდენობა: 43
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.