იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე, აკადემიური საბჭოს სრულმა შემადგენლობამ ექვსი ხმით არცერთის წინააღმდეგ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, შალვა ჭკადუას დაუჭირა მხარი.
რექტორობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ავთანდილ ღელაღუტაშვილმა, საკუთარი კანდიდატურა, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხსნა.
შალვა ჭკადუამ, რექტორის თანამდებობაზე, პროფესორი ირმა შიოშვილი შეცვალა, რომელსაც პოსტი 2014 წლიდან ეკავა.
შალვა ჭკადუა დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.
2010 წელს მან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა.
2006 - 2011 წლებში მუშაობდა საბერძნეთის საელჩოს სამხედრო ატაშატში.
2013 წლიდან, შალვა ჭკადუა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია.
უნივერსიტეტის ახლადარჩეულ რექტორს გამოქვეყნებული აქვს ათობით შრომა, სტატია, მონოგრაფია და კვლევა, არის წიგნის თანაავტორი. ის, 15- ზე მეტი საერთაშორისო პროექტის მონაწილეა.
შალვა ჭკადუა, ამჟამად, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.