იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჰუმანური სწავლების ფუძემდებლის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და აკადემიკოსის, შალვა ამონაშვილის ლექციას დაესწრნენ.
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა, შალვა ამონაშვილის ქალაქ "მზიანეთის" აკადემიაში მოისმინეს ცნობილი პედაგოგის ლექცია თემაზე--"მოსწავლეთა ჰუმანური აღზრდის შესახებ."
შეხვედრა აკადემიკოსთან, კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა
შალვა ამონაშვილის ლექციაზე, სტუდენტები უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით იმყოფებოდნენ.