იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თელავის V საჯარო სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარდათ.
მასტერკლასი STEM მიმართულებით, "ვირტუალურიდან რეალურ მოდელებამდე ARDUINO ტექნოლოგია "საჯარო სკოლის მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა.
მასტერკლასი მოსწავლეებს უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ამავე სკოლის პედაგოგმა და STEM მენტორმა, მარიამ ზაქარიაშვილმა წარუდგინა.
აქტივობას მოსწავლეებთან, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დარეჯან მარგალიტაშვილიც ესწრებოდა.
მასტერკლასი ნაბიჯ- ნაბიჯ, ეტაპობრივად, მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით წარიმართა.