იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა, ლალი ელანიძემ და თეა ხოსიტაშვილმა, უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო -პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის თემა, საერთაშორისო „კვების პროდუქტების და კომბინირებული საკვების ტექნოლოგიები“ იყო.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა , კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენება: „ყურძნისეული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყენების პერსპექტივა პურპროდუქტების წარმოებაში."

კონფერენცია უკრაინის, ოდესის ნაციონალური ტექნოლოგიური. უნივერსიტეტისა და ბულგარეთის რესპუბლიკის პლოვდივის კვების ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1699
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.