2026 წლის 12-13 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის -„ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“-ფარგლებში რიგით XVI სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის მიმართულების II და III კურსის სტუდენტებმა:
1.მარიამ ბიწაძე, მეგი მელაიძე-„ვეფხისტყაოსნის“ ელჩები-ევროპელი რუსთველოლოგები, ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო გიორგაძე
2. ლიკა ოხანაშვილი-მეცნიერული ეთიკა და ინტელექტუალური მადლიერება (კორნელი კეკელიძე ელგუჯა ხინთიბიძის კვლევით სივრცეში), ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო გიორგაძე.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტთა მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და სათანადო შეფასებაც დაიმსახურა.


