იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის სახანძრო უსაფრთხოების საკითხებში ტრენინგი გაიმართა.
სპეციალისტმა უსაფრთხოების საკითხებში, დავით ლაჩაშვილმა, თანამშრომლებს გააცნო ყველა წესი, რაც სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, უნივერსიტეტში მოქმედებს, აუხსნა სხვადასხვა ვარიანტები, პირობითი ნიშნები და ხანძრისგან თავის დაცვის წესები.
შეხვედრა- ტრენინგები უსაფრთხოების საკითხებზე, უნივერსიტეტში პერმანენტულად ტარდება.