იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ერთობლივ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

სტუდენტთა მესამე კონფერენცია - „საქართველოში ინვაზიური მავნებლების მონიტორინგი და მართვის თანამედროვე მიდგომებიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაზე, თესაუ- ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა, გიორგი იუკურიძემ და ამავე პროგრამის კურსდამთავრებულმა, მარიამ ალექსიძემ, კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენებაფრთალაქიანი დროზოფილას მონიტორინგი კახეთის რეგიონის სამიზნე კულტურებში“ (ხელმძღვანელი მაგდა დავითაშვილი). კვლევა კახეთის რეგიონში, 2021 და 2022 წლებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორების, მაკა მურვანიძისა და გიორგი ჯაფოშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. კონფერენციის მეორე სესიაზე გამართულ პანელურ დისკუსიაში თემაზე, ,,მავნებლების ინტეგრირებული მართვა: ინდუსტრიისა და უნივერსიტეტის კავშირები და კარიერული განვითარების შესაძლებლობებითესაუს პროფესორი, მაგდა დავითაშვილი იყო ჩართული. კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 2369