იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობისათვის, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრას პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებული, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა, პარტნიორი უნივერსიტეტების, გაცვლითი პროექტების მნიშვნელობისა და კონკურსის პირობების თაობაზე, მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და უცხოეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გარკვეული პერიოდით სწავლის გასაგრძელებლად, საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 8 ნოემბერი.
ტესტირება ჩატარდება 2023 წლის 9 ნოემბერს, 11 საათზე.