იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრის ინიციატივა აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობის სტიპენდიანტ სტუდენტებს, მანანა დემურაშვილსა და გოჩა პეტრიაშვილს ეკუთვნოდა. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, ეკატერინე ნახუცრიშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, თამარ ასლანიშვილმა, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს სასწავლო პროგრამები, სპეციალობები, უნივერსიტეტის წარმატებული პროექტები და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები გააცნეს.
სტიპენდიანტმა სტუდენტებმა კი მოსწავლეებს სტუდენტურ ცხოვრებაზე უამბეს. შეხვედრა მოსწავლეებთან, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.