მცირე ეთნოგრაფიული ღონისძიება, რომელიც დღეს თესაუ-ში მოეწყო, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის, ტურიზმის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებისა და მათი პროფესორების, თამარ თამარაშვილისა და თამარ ღურწკაიას ინიციატივით გაიმართა. სტუდენტებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს ეთნოლოგიაში, სხვადასხვა თემატიკაზე: შობა ახალი წლის დღესასწაულის ტრადიციებზე, ეროვნულ სამოსსა და ქართულ ფოლკლორზე, სტუმარმასპინძლობის წეს-ჩვეულებებზე, მეღვინეობის უძველეს ტრადიციაზე და სხვა. პრეზენტაციები გამორჩეული იყო, რადგან მათ თან ახლდა შესაბამისი ქართლ-კახური სიმღერები, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის "პატარა კახის" შესრულებით (ხელმძღვანელი გოჩა ბიძინაშვილი).
ღონისძიების ფარგლებშივე წარმოდგენილი იყო ტრადიციული ქართული სუფრა, დამახასიათებელი სტუმართმასპინძლობის ტრადიციებით, ეტიკეტით და საშობაო ენოგასტრონომიული კულტურით.