იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები თესაუში.

ევროპისა და ცენტრალური და აზიის რეგიონში განათლების მიმართულების ხელმძღვანელი რიტა ალმეიდა, განათლების უფროსი სპეციალისტი კორნელია ჯესი, 12 Q- ს პროექტის აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე, მსოფლიო ბანკის განათლების სპეციალისტი და 12Q პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი ნინო ბეგიაშვილი, თესაუს პერსონალს შეხვდნენ.

შეხვედრა თესაუს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნუნუ გელდიაშვილმა გახსნა.

სტუმრებმა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული CIF საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

პრეზენტაციები პროექტების შესახებ, თესაუს პროფესორმა მანანა კევლიშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა ანა გიგაურმა წარადგინეს.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა თესაუს ღვინის მარანი და პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ჭკვიანი სათბური დაათვალიერეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 17
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.