იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტრენინგების სერია ERASMUS+ ფარგლებში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები პროექტის PRODIGE ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებს დაესწრნენ.

კავკასიის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას პროექტის მენეჯერი მაკა კოჭაური, პროექტის აკადემიური პერსონალი, სალომე თათულიშვილი და თენგიზ კუკუნაშვილი ესწტებოდნენ.

ტრენინგებს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ექსპერტები უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ციფრული განათლების მოქნილობა, ხელმისაწვდომობა, მასშტაბურობა, ხელოვნური ინტელექტი, AR/VR და ადაპტიური სწავლება.

ERASMUS+ PRODIGE განხორციელება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის დეკემბრიდან დაიწყო.

პროექტის პარტნიორია EFMD, მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდი.

პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ციფრული განათლების ხელშეწყობა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, ასევე მარეგულირებელი ჩარჩოსა და ხარისხის. უზრუნველყოფის პაკეტის შექმნა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგების მორიგი სერიები და სასწავლო ვიზიტები, რომლის ფარგლებშიც პროექტის პარტნიორები ერთმანეთს სამუშაო გამოცდილებას გაუზიარებენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 234
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.