იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
ინდონეზიის საელჩოს წარმომადგენლები თესაუში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს უფროსი მრჩეველი ტორანგ პაკპაჰანი ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმარი უნივერსიტეტის რექტორს შალვა ჭკადუას და ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

ტორანგ პაკპაჰანმა მოისმინა პრეზენტაცია უნივერსიტეტის შესახებ, დაათვალიერა ლაბორატორიები და სასწავლო ღვინის ქარხანა.

ვიზიტის მიზანი უნივერსიტეტის საქმიანობის გაცნობა და ინდონეზიურ უნივერსიტეტებთან სამომავლო პატრნიორობის შესაძლებლობების შეფასება იყო.

ურთიერთთანამშრომლობა ასევე სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლის, ერთობლივი კვლევებისა და საერთაშორისო პროექტების განხორციელების პერსპექტივების შესწავლას მოიცავს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1012
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.