მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ, თესაუს რექტორთან შალვა ჭკადუასთან ერთად, სტუმრებს საქართველოს უმაღლესი განათლების მიღწევები და კონკრეტულად, თესაუს საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო.
უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის უფროსმა, თამარ ასლანიშვილმა თესაუს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, სადაც ფაკულტეტებსა და მოქმედ პროგრამებზე დეტალურად ისაუბრა.
სამომავლო თანამშრომლობისათვის, თესაუს რექტორმა შალვა ჭკადუამ და ტაშკენტის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ულუგბეკ ხალიკოვმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
თამარ ღვამიჩავამ, უზბეკ სტუმრებთან ერთად, უნივერსიტეტის ღვინის მარანი და ლაბორატორიები დაათვალიერა.