არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდების ხმა“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრა ჩაატარა. თემაზე „ევროკავშირი - საგანმანათლებლო და ეკონომიკური შესაძლებლობების ათვისება“ „ახალგაზრდული ხმის“ წარმომადგენლები და „მომავალ ლიდერთა სკოლის“ კურსდამთავრებულები, ბექა ექსეულიძე, მარიანა გელაშვილი, ეკო მამალაძე, ანნა გრიგალაშვილი, ანი სარიშვილი და გურანდა მიქავა საუბრობდნენ. შეხვედრას უნივერსიტეტის სტუდენტებთან მოდერაციას „ახალგაზრდების ხმის“ წარმომადგენელი და ELS-ის კურსდამთავრებული, რეზი ჭითანავა უწევდა.
პროექტი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს სოციო-პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.