იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ღია კარის დღეები თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრით დასრულდა. ინფორმაცია სხვადასხვა ფაკულტეტზე მოქმედი საგანმანათლებლო და წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებთან არსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ, მოსწავლეებმა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების ხელმძღვანელების, ნინო კახაშვილისა და თამარ ასლანიშვილსგან მიიღეს. უნივერსიტეტის სტუმრებს, მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე, პირადად პასუხობდნენ ფაკულტეტების დეკანები, პროგრამის ხელმძღვანელები და აკადემიური პერსონალი. განახლებული ინფრასტრუქტურისა და კაბინეტ-ლაბორატორიების დასათვალიერებლად, საჯარო სკოლების მოსწავლეებს მეგზურობა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ეკა ნახუცრიშვილმა გაუწია. ღია კარის დღეები უნივერსიტეტში, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, უნივერსიტეტში არსებულ სიახლეებს ეცნობოდნენ და საინტერესო კითხვებზე პასუხს იღებდნენ.