იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში CIF-ის პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ჩატარდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში CIF-ის პროექტის „ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში“პირველი (kick-off) შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციების, ალტე უნივერსიტეტის, შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და ღვინის კომპანია " შუხმანის" წარმომადგენლები.

პარტნიორებმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ორგანიზაციები გააცნეს და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები დეტალურად განიხილეს.

პროექტის ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების პროგრამებში 6 კურსისგან შემდგარი აგროტექნოლოგიური მოდული ჩაშენდება.

თელავის სახელმწიფო და ალტე უნივერსიტეტში გაკეთდება მცირე სასწავლო ლაბორატორიები, საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის, ხოლო ფერმერთა ასოციაციის დახმარებით, პროცესში ჩაერთვებიან რეგიონის ფერმერები.

პროექტის ხანგრძლივობა 18 თვეა და ის, 2025 წლის დეკემბერში დასრულდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 550
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.