იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები შვედეთში იმყოფებოდნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, შვედეთში უფსალას აგარარულ მეცნიერებათა შვედურ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ProGriCC „ყურძნის მოყვანა ცვალებად კლიმატურ პირობებში“ ფარგლებში, უფსალას უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია„კვლევა ცვალებად კლიმატურ პირობებში ღვინის წარმოების მიმართულებით“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თელავის უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროექტის ექსპერტმა ასოცირებულმა პროფესორმა ლევან შავაძემ.

თელაველმა პროფესორმა კონფერენციას წარუდგინა მოხსენება თემაზე „კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საძირე ვაზის გამოყენების პოტენციალი და საძირე ვაზის სადედის თანამედროვე აგროტექნოლოგია“.

კონფერენციაზე ამავე ფაკულტეტის პროფესორმა მანანა კევლიშვილმა, წარადგინა მოხსენება თემაზე „კლიმატის გლობალური ცვლილების გავლენა ნიადაგის ფიზიკო-ქიმიურ თვისებებზე“.

კონფერენციას ესწრებოდნენ აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მედეა ორმოცაძე და პროექტის ინსტიტუციონალური კოორდინატორი მაკა კოჭაური.

უფსალას უნივერსიტეტში სტუმრობის დროს, ერთობლივი სამომავლო პროექტები და აქტივობებიც დაიგეგმა.

შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტი ProGriCC „ყურძნის მოყვანა ცვალებადკლიმატურ პირობებში“, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წლის ივლისიდან ხორციელდება

 
მნახველთა რაოდენობა: 2146
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.