იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პრესკონფერენცია თელავის უნივერსიტეტში საერთაშორისო პროექტის შესახებ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იუნესკოს მემკვიდრეობის განვითარების საერთაშორისო ტურისტული პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

პროექტი კავალას განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ალექსანდრა თალვილი შვეიცარიიდან, დიანა გრიგორიანი სომხეთიდან, ვიქტორია ადე- გენშოუ გერმანიიდან და თამარ ასლანიშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

პროექტის სახელწოდებაა ,,გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება იუნესკოს სიაში შემავალი ძეგლების კულტურული მემკვიდრეობის პირობების გაუმჯობესების მიზნით და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა ტურიზმის სფეროსა და კულტურულ და კრეატიული ინდუსტრია შავი ზღვის აუზის ტერიტორიაზე". პროექტს  რამდენიმე პარტნიორი ჰყავს, რომლებმაც პროექტის ფარგლებში, იუნესკოს დაცული ძეგლების და მასთან დაკავშირებული 10 გეოლოკაციური ტურისტული პროდუქტი ჩამოაყალიბეს და ყველა ასაკის ტურისტისთვის 2 დღიანი ტური მოამზადეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3152
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.