იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
თურქეთის ელჩი თესაუში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს მუსტაფა თურქერ არის და კახეთის რეგიონში თურქეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულს ზურაბ ჩხაიძეს შეხვდა.

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

მხარეებმა ორმხრივი საგანამანთლებლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ამ მიმართულებით, სამომავლო ინიციატივებზე ისაუბრეს.

რექტორთან შეხვედრის შემდეგ თურქეთის ელჩი საქართველოში, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

თესაუს სტუდენტებმა ნინო ბოჭორიშვილმა და სალომე ღვედაშვილმა თურქეთ- საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და ორი ქვეყნის სტუდენტ- ახალგაზრდობას შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

უნივერსიტეტის საგანამანათლებლო პროგრამებსა და ინფრასტრუქტურული მოწყობის შესახებ პრეზენტაცია, ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის კოორდინატორმა მაკა კოჭაურმა წარადგინა.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 5