თესაუს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თამარ თამარაშვილი თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს.
ფაკულტეტზე ხმის მიცემის უფლების მქონე 28 ამომრჩევლიდან, არჩევანი 20-მა ამომრჩეველმა გააკეთა და ყველა მათგანმა ასოცირებული პროფესორის, თამარ თამარაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
თამარ თამარაშვილი დეკანის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებს. არის 4 მონოგრაფიისა და 40 სამეცნიერო სტატიის ავტორი, სხვადასხვა კვლევითი პროექტისა და კონფერენციის მონაწილე.
არჩევნები დეკანის თანამდებობის დასაკავებლად, 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.




