იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუდენტურ კონფერენციაში "1924 წლის აჯანყება: პიროვნებები, პოლიტიკური ჯგუფები, გეოგრაფია"მოხსენება წარადგინეს.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების ლიზი ხოტენაშვილისა და ელენე ოქრუაშვილის ერთობლივმა ნაშრომმა , კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ორივე სტუდენტს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.
კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა.