იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავში გამართულ ერეკლეობის დღესასწაულში თესაუს აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი მონაწილეობდა.

ფაკულტეტს საკუთარი პავილიონი ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდა მოწყობილი.

პავილიონში წარმოდგენილი იყო თესაუს ღვინის მარანში სტუდენტების მიერ დამზადებული ღვინოების ასორტიმენტი. აგრეთვე, მაღალალკოჰოლური სასმელი ჭაჭა და ყურძნის ნატურალური წვენი.

პავლიონში აგრეთვე წარმოდგენილი იყო Shakriani Estate - ის ღვინოები, რომელიც წარმოებულია სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის, ნიკოლოზ ცხოვრებაძის მიერ.

ფაკულტეტმა უალკოჰოლო პროდუქტები - ქართული ხორბლისაგან გამომცხვარი პური, კარაქის ასორტი, შინდისა და ყურძნის მწნილი და ეთერზეთებიც წარადგინა, რომელიც პროფესორ ლალი ელანიძის ხელმძღვანელობით, სტუდენტებმა - ნანა გიორგელაშვილმა, დიანა თურქოშვილმა და კურსდამთავრებულებმა, გოჩა პეტრიაშვილმა და მანანა დემურაშვილმა დაამზადეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 155
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.