იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა და უნივერსიტეტის პერსონალი იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში პერსონალის გადამზადების საერთაშორისო კვირეულს დაესწრო.

შეხვედრაზე პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საკუთარ უმაღლეს სასწავლებლებში განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე ისაუბრეს. უნივერისტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ანა გიგაურმა, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელთან, ეკა ნახუცრიშვილთან ერთად, საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ პრეზენტაცია მოამზადა და კვირეულის მონაწილეებს წარუდგინა.

ტრენინგების დასასრულს, მრგვალი მაგიდა ჩატარდა, სადაც მონაწილეებმა ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. კვირეულზე დამსწრე აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატებ გადაეცათ.

კვირეული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ საერთაშორისო პროექტის – KA107 ფარგლებში ჩატარდა.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 2622
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.