იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ.

ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ, სტუდენტებს ცენტრის საქმიანობის შესახებ უამბო.

ამის გარდა, ლევან უჯმაჯურიძემ ახალგაზრდებს მევენახეობა- მეღვინეობის მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, ვაზის ჯიშები და მათი მახასიათებლები, სავენახე ტერიტორიის მოწყობისა და ვენახის აგროტექნოლოგიის თავისებურებები, სერტიფიცირების აუცილებლობა და ჯანსაღი ნერგის წარმოება გააცნო.

სტუდნტების სტუმრობა ჯიღაურაში, ცენტრის ბაზაზე გაშენებული იშვიათი ვაზის ჯიშებიდან დამზადებული ღვინოების დაგემოვნებითა და ღვინის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე საუბრით დასრულდა.

კვლევით ცენტრში სტუდენტების სტუმრობას ორგანიზება და ხელმძღვანელობა, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა , ლევან შავაძემ გაუწია.

თანამშრომლობა უნივერსიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის, შესაბამისი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

მემორანდუმის თანახმად, მევენახეობა- მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტებს, ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებსა და ლაბორატორიებში, პროფესიული უნარ- ჩვევების ამაღლების შესაძლებლობა აქვთ.

 
მნახველთა რაოდენობა: 796
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.