იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2022-2023 სასწავლო წლის, გაზაფხულის სემესტრის შუალედური წერითი გამოცდები მიმდინარეობს.
პირველი წერითი გამოცდა, გუშინ, 18 აპრილს ჩატარდა. გამოცდები მიმდინარეობს, შემდეგ ლოკაციებზე - ბიბლიოთეკის I და II დარბაზი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი #22 და #18 აუდიტორია, I კორპუსი #311 აუდიტორია.
გაზაფხულის სემესტრის გამოცდები, 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს, დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლიათ უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრს მიმართონ, ტელეფონის შემდეგ ნომერზე:
599 567132.