იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტში " საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამა" თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მონაწილეობდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, თამარ მიქელაძე სამი თვის განმავლობაში, ნიდერლანდების სამეფოს, რადბაუდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

რადბაუდის უნივერსიტეტში ყოფნის დროს, მკვლევარი მუშაობდა სამეცნიერო პროექტზე „უცხო/მეორე ენის მასწავლებელთა უნარების გადახედვა ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ კლასში“ კვლევით ინსტიტუტში , რომელიც რადბაუდის მასწავლებელთა აკადემიას ეკუთვნის.

თამარ მიქელაძის სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი, მასწავლებელთა სწავლისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი, პოლინ მეიერი იყო.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა სხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და მკვლევარებთან, ესტუმრა ადგილობრივ სკოლებს, დაესწრო უცხო ენის გაკვეთილებს და შეხვდა ხელოვნური ინტელექტის ნიდერლანდების ეროვნული განათლების ლაბორატორიის (National Education Lab AI) სამეცნიერო ხელმძღვანელს, პროფესორ ინგე მოლენარს.

პროექტის ფარგლებში, მკვლევარმა მოამზადა სამი ნაშრომი, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება საერთაშორისო ჟურნალებში, ხოლო სამეცნიერო შედეგები წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო კონფერენციაზე.

 
მნახველთა რაოდენობა: 1978
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.