კონფერენციამ რამდენიმე სექციად იმუშავა. ქართული ლიტერატურის სექცია -- სექციის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ნინო გიორგაძე. ისტორიის სექცია -- სექციის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ სიმაშვილი. ეკონომიკის, ბიზნესისა და ტურიზმის სექცია -- სექციის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ნანული ხიზანიშვილი. განათლების მეცნიერებათა სექცია -- სექციის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი, თამარ მიქელაძე. ენათმეცნიერების სექცია -- სექციის ხელმძღვანელები, პროფესორი მანანა ღარიბაშვილი, ასოც. პროფესორი ელენე ფილაშვილი. აგრარულ მეცნიერებათა სექცია -- სექციის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ირა შილდელაშვილი. ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა სექცია -- სექციის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ნინო კახაშვილი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სექცია ---- სექციის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ნადირაძე. ინფორმაციული ტექნოლოგიების სექცია -- სექციის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი, სვიმონ ოხანაშვილი.
კონფერენციაზე სექციების ხელმძღვანელებმა გაწეული მუშაობა შეაჯამეს. ღონისძიების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილის ორგანიზებით ჩატარდა.