იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის გამოყენებითი ეკონომიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სადოქტორო ნაშრომის დაცვა შედგა.
ნაშრომით "სტრუქტურული უმუშევრობის დაძლევის ორგანიზაციულ-ეკონომიკური ფორმები,შედარებითი ანალიზი და თანამედროვე გამოწვევები" ლალი სრესელს ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობა ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა მაია გონაშვილმა გაუწია, ხოლო შემფასებლები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნათელა ლაცაბიძე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მამუკა თორია იყვნენ.