იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის FLEX Alumni გრანტის ფარგლებში, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, ორგანიზაცია MinDoor-მა, ტრენინგი ჩაატარა. ტენინგის, თემა იყო "ტოპ-მოთხოვნადი უნარების განვითარება".
შეხევდრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, როგორც FLEX Alumni პროგრამის უშუალო მონაწილე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, შალვა ჭკადუასთან ერთად დაესწრო.
გიორგი ალადაშვილმა სტუდენტებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის პერიოდში მიღებული საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და წარმატებები უსურვა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია MinDoor- ს შორის, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც რექტორმა, შალვა ჭკადუამ მოაწერა ხელი.
ტრენინგს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროგრამის შესახებ, მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.
მომავალ ლიდერთა გაცვლის პროგრამა საქართველოში, ათეულ წელზე მეტია მუშაობს.