აკაკი წერეთლის სახელობის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „მომავლის მეცნიერები“, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი მონაწილეობდა. lI კურსის სტუდენტმა, რამაზ დათუაშვილმა, კონფერენციის მონაწილეებს კვლევებზე დაფუძნებული სამეცნიერო სტატია "ბეგქონდარა- ძვირფასი ეთერზეთოვანი ნედლეული და მისი მნიშვნელობა ადამიანთა ყოფაში" წარუდგინა. რამაზ დათუაშვილს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ლალი ელანიძე ხელმძღვანელობდა. ნაშრომის წარმატებით პრეზენტაციისათვის, რამაზ დათუაშვილს გადაეცა ნაშრომების კრებული, სადაც თავად სტუდენტისა და მისი ხელმძღვანელის სამეცნიერო სტატიებია გამოქვეყნებული. კონფერენციის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, კონფერენციაში მონაწილე თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტი და პროფესორი სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ. კონფერენციის დასასრულს, ყველა მონაწილეს „კონფერენციის მონაწილის სერთიფიკატი“ გადაეცა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- იურიდიული სამსახური
- მატერიალური რესურსების მართვის სამსახური
- საფინანსო სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- საგამოცდო ცენტრი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი